Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სუვერენულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის გარე ძალებისადმი სერვილიზმით დაავადებული და მათ მოთხოვნისთანავე ცალ ფეხზე დამდგომი კონტრელიტა თავისიმრევლით

მარშალ პრესი 13/05/2024
zaal anjaparidze

სუვერენულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის გარე ძალებისადმი სერვილიზმით დაავადებული და მათ მოთხოვნისთანავე ცალ ფეხზე დამდგომი კონტრელიტა თავის ასეთივე მრევლით, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია გარე მფარველების დახმარებით ცდილობს, ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს არჩევნების გვერდის ავლით, რაშიც მათ ღიად ეხმარება უცხოური გავლენის აგენტად გადაქცეული პრეზიდენტი.

„სუვერენულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის გარე ძალებისადმი სერვილიზმით დაავადებული და მათ მოთხოვნისთანავე ცალ ფეხზე დამდგომი კონტრელიტა თავის ასეთივე მრევლით.

ეს ჭრელა-ჭრულა შემადგენლობა, რომელიც ამ ბოლო დღეებში დარწმუნდა, რომ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს, სწორედ მათი გარე მფარველების დახმარებით ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გვერდის ავლით. ამაში მათ უკვე ღიად ეხმარება კონსტიტუციის ველიდან გასული, ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგული და ფაქტიურად უცხოური გავლენის აგენტად გადაქცეული ე.წ. „პრეზიდენტი.“

არავინ დაიჯეროთ მისი ყასიდი განცხადებები არჩევნებამდე მისვლაზე. ცივილიზებულ სამოქალაქო პროტესტს, თუნდაც მწვავეს, არაფერი აქვს საერთო იმასთან რაც ხდებოდა და ხდება პარლამენტის კედლებთან (პოლიციის მისამართით საგნების სროლა, მათთვის გაზის შეფრქვევა და ა.შ.). ამის მოთავეები არიან ბოლომდე მარგინალიზებული პოლიტიკური უმცირესობის ლიდერები და ასევე მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველნი, თავი რომ უცებ მასის ლიდერებად წარმოიდგინეს. თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებს, ისე როგორც 29 აპრილს, კვლავ მოუწიოთ შეახსენონ უმცირესობას რაღაცები და მიუჩინონ ადგილი.“ –წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: “ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს
Next: რატომ არ უჩნდება „ჩვეულებრივ“ მომიტინგეს შეკითხვები აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებთან, მაგალითად, რა ჯდება სცენის მონტაჟი და ვინ იხდის ამ ფულს? რატომ ქრებიან პოლიტიკოსები შარშანდელი თოვლივით, როგორც კი იძაბება სიტუაცია აქციაზე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.