Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არც ერთ შემთხვევაში, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას

მარშალ პრესი 11/05/2024
irakli kobakhidze

სამი ჟურნალისტი ხართ კეზერაშვილის, გვარამიას და ხაზარაძის ტელევიზიიდან და ვერც ერთი კითხვა ვერ დასვით კანონთან დაკავშირებით, ფაქტია, საზოგადოება ხედავს; მხოლოდ 25% უჭერს თქვენს პარტიებს მხარს, ძალიან ცოტა ტყუვდება. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას – გპირდებით, რომ არც ერთ შემთხვევაში კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არაფერს ატყუებს, დაპირებები შესრულებულია და მომავალშიც შესრულდება.

„ჩვენ მოსახლეობას არაფერს ვატყუებთ, დავპირდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და მივიღეთ სტატუსი, ასევე ხალხს ვპირდებით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და გაიხსნება მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, ვპირდებით, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი, ვინც დაიმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ეს დაპირებაც შესრულდება,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

Post navigation

Previous: თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან სექსუალური ორგიებით ერთობოდა თუ კომპრომატებად იყენებდა?!
Next: შსს-ს ბრიფინგი იყო შოკი – გრეტა წიწავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.