Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან სექსუალური ორგიებით ერთობოდა თუ კომპრომატებად იყენებდა?!

მარშალ პრესი 11/05/2024
zurab kadagidze

„ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! – სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

„ეს რა სიმახინჯეები მოვისმინეთ, რა უბედურებაა?! ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან ერთობოდა სექსუალური ორგიებით თუ კომპრომატებად იყენებდა?! სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე და დამნაშავე უმკაცრესად იქნას დასჯილი, რომ არავის აზრად აღარ მოუვიდეს ასეთი სიმახინჯეების ჩადენის სურვილი!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური ქმედება, გახსოვთ – ირაკლი ღარიბაშვილი ქაშვეთის ინციდენტზე
Next: არც ერთ შემთხვევაში, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.