Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერის ეს წერილი ამ მხრივაც ნიშანდობლივია – გულწრფელი ახალგაზრდების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი

მარშალ პრესი 10/05/2024
guram macharashvili

„ირაკლი კობახიძის ამ წერილში ნამდვილად იგრძნობოდა ის გულწრფელობა, რითაც ის მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს – ყველა ასაკის წარმომადგენელს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, სადაც ირაკლი კობახიძე საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული წერილიდან ჩანს, რომ სახელმწიფო იმ გულწრფელ ახალგაზრდებზეც იზრუნებს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი.

„ირაკლი კობახიძის ამ წერილში ნამდვილად იგრძნობოდა ის გულწრფელობა, რითაც ის მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს – ყველა ასაკის წარმომადგენელს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ზოგადად, ასაკი ინდულგენცია არ არის. არაერთხელ გვახსოვს ისტორიაში თაობათა შორის დაპირისპირება. პრემიერის ეს წერილი ამ მხრივაც ნიშანდობლივია, რომ გულწრფელი ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, (ზოგიერთი მათგანი შეიძლება შეგნებულად არის წასული ამ ძალადობრივ აქციებზე), ირაკლი კობახიძე მიმართავს. ის რომ, ახალგაზრდა ბერბიჭაშვილმა მოხუცი ილია ჭავჭავაძე მოკლა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ ასაკით არ შეიძლება განისაზღვროს, რა არის მართალი და რა არის არასწორი. პრემიერის წერილში ჩანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს ყველა ახალგაზრდაზე, მათ შორის მათზეც, ვინც შეცდომაშია შეყვანილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია – თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება
Next: ლომჯარიამ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარა მოჭრა და ჩემი პოსტი ისე გამოაქვეყნა ტვიტერზე! – აქაც ჩანს თქვენი მავნებლობა, ბომბების ცვენა და საქართველოს მტრობა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.