Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია – თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება

მარშალ პრესი 10/05/2024
dimitri khundadze

„უნდა ვიყოთ ობიექტურები – არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევას, თუკი საქმე ეხება კანონდარღვევას, უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება.

„ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ შეფასებებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ ობიექტურები – არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება – ეს შეფასებები ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუკი ადგილი აქვს კანონდარღვევას. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს – საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა
Next: პრემიერის ეს წერილი ამ მხრივაც ნიშანდობლივია – გულწრფელი ახალგაზრდების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025