Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნორიოში „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის” კულმინაციური სწავლება ჩატარდა

მარშალ პრესი 22/05/2022

ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის” კულმინაციური სწავლება ჩატარდა. წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა.

კურსი ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ.
წვრთნებს, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 4 ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი, საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო.
სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა.

კურსი ლიდერობის უნარ-ჩვევების მოდულით დაიწყო. მონაწილეებმა შეისწავლეს შეიარაღებული კონფლიქტების კანონმდებლობა, ეთიკური გადაწვეტილების მიღება, თუ როგორ იმოქმედონ სწორად ბრძოლის ველზე. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაევლოთ საბაზისო ტაქტიკური მომზადება როგორც ათეულის, ასევე ოცეულის დონეზე. ქვეითთა საპატრულო ოპერაციამ ხელი შეუწყო ლიდერებისა და მეთაურების უნარ-ჩვევების განვითარებას.

Post navigation

Previous: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა
Next: მეუფე შიო: ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანის გულთან პოულობს ღმერთი გზას და მზად არის, ყველას გაუწოდოს შეწევნის, დახმარების ხელი, თუ ადამიანი ამას მოისურვებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.