Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროდეპუტატზე ძალადობის დამგმობი დეკლარაციის მიღებაზე უარი თქვა ჩვენი ნაცმოძალადეების “ნათლიმამამ” – ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რითაც მწვანე აუნთო დეპუტატების ცემას

მარშალ პრესი 09/05/2024
david kartvelishvili

„მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა („სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D, „ევროპული განახლება“, „მწვანეები“ და მემარცხენეები) შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს დეპუტატებზე ძალადობას ევროპარლამენტში არჩევნების წინ,”- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ისეთ პრობლემას, როგორიცაა პარლამენტში დეპუტატზე ძალადობა.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ანალოგიური პრობლემა ევროპარლამენტშიც არის და მაგალითად მოჰყავს დეპუტატ მატიას ეკეზე ფიზიკური ძალადობა.

„პარლამენტის კედლებში დეპუტატზე თუ ფრაქციის თავმჯდომარეზე ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პრობლემაა. ანალოგიურ ფაქტებს ადგილი აქვს მოქმედი ევროპარლამენტარების მიმართაც. გასულ კვირას სოციალისტ დეპუტატ მატიას ეკეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დრეზდენში პლაკატებს ავრცელებდა.

მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა („სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D, „ევროპული განახლება“, „მწვანეები“ და მემარცხენეები) შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს დეპუტატებზე ძალადობას ევროპარლამენტში არჩევნების წინ. ამ დეკლარაციის (სახელწოდებით “დემოკრატიის დასაცავად”) მიღებაზე უარი თქვა ჩვენი ნაცმოძალადეების „ნათლიმამამ” – ევროპის სახალხო პარტიამ (EPP). ასე რომ, ევროპარლამენტის მიერ ელისაშვილის საქციელის სრული იგნორირება – სავსებით სიმპტომატურია,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირლებო?! – ზურაბ ქადაგიძე
Next: თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.