Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირლებო?! – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 09/05/2024
zurab kadagidze

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს!” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ამით სოციალურ ქსელში პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძის შვილის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.

ზურაბ ქადაგიძე მუქარის ასეთ ფორმას, როცა ადრესატები შვილები არიან, ამაზრზენ ფაქტად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი სიმდაბლე ქართულ საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ამ გზავნილების უკან დგას, ქადაგიძის აზრით, უნდა ამოიძირკვოს.

„ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირლებო?! ყველა ზღვარი მოშალეთ აბსოლუტურად და ახლა პასუხს რომ გაგცემენ, პოლიტიკურიაო იტყვით?! ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს!
ამაზე ამაზრზენი რამ არც მინახავს და არც გამიგია.

უნდა გადაშენდეს ეს სექტა, როგორც სახადი, ავადმყოფობა. ახლა სად არის ძაან-კრიტიკული მედია და უფლებადამცველები?! შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე აქვეყნებს მსოფლიოს 10 ქვეყნის მიერ მიღებული კანონის დასახელებებს, რომელიც უცხოურ გამჭვირვალობას ეხება
Next: ევროდეპუტატზე ძალადობის დამგმობი დეკლარაციის მიღებაზე უარი თქვა ჩვენი ნაცმოძალადეების “ნათლიმამამ” – ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რითაც მწვანე აუნთო დეპუტატების ცემას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025