Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პოდოლიაკი: კიევი არ მიიღებს მოსკოვის პირობას, რომელიც ტერიტორიის დათმობას გულისხმობს

მარშალ პრესი 22/05/2022
მიხეილ პოდოლიაკი

„კიევი არ მიიღებს მოსკოვის პირობას, რომელიც ტერიტორიის დათმობას გულისხმობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, დათმობაზე წასვლა უკრაინისთვის უკუშედეგის მომტანი იქნება, რადგან რუსეთი კომპრომისს უფრო ძლიერად უპასუხებს.

„ომი არ შეჩერდება. ის უბრალოდ გარკვეული დროით დაპაუზდება. ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები შეაგროვებენ იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ საკუთარ შეცდომებზე, მცირე მოდერნიზებას მოახდენენ, ბევრ გენერალს გაათავისუფლებენ და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს. კარგი იქნება, თუ ევროპული და ამერიკული ელიტა ბოლომდე გაათვითცნობიერებს, რომ რუსეთის შუა გზაზე დატოვება არ შეიძლება, რადგან ისინი რევანშისტულ განწყობას განავითარებენ და კიდევ უფრო მეტად სასტიკები იქნებიან. ისინი უნდა დამარცხდნენ, რაც შეიძლება მტკივნეულად“, – აცხადებს პოდოლიაკი.

Post navigation

Previous: აშშ-ის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან
Next: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.