Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა

მარშალ პრესი 09/05/2024
mixeil kavelashvili

„2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები.“– ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა.

„დღეს გავრცელდა ჩანაწერები, რომელთა მთავარი მოქმედი პირები არიან „ნაცმოძრაობის“ დავიწყებული სახეები. მაგალითად, ონიანი, რომელიც პირდაპირ არბევდა „ნაცმოძრაობის“ დროს აქციებს. მინაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, მგონი, ერთ-ერთია, ვინც [რუსეთისთვის სასარგებლო იმ] რეზოლუციას მოაწერა ხელი. მელია, გვარამია… ეს ადამიანები შეუძლებელია, რომ შეიცვალონ. 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები.

უფრო მეტსაც გეტყვით – ეს ძალა, „ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა. ამის ფაქტებია, თუ როგორ სულდგმულობენ უცხოური ძალებით.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს
Next: იმის მაგივრად ყოველდღე ბოდიშს უხდიდეთ თქვენგან გამწარებულ ხალხს, დღეს კიდევ ბედავთ და რევოლუციის მოწყობას ცდილობთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025