Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს

მარშალ პრესი 09/05/2024
dimitri khundadze

„განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ ლიბერალური ფაშიზმის საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობის ნაწილს, რომელიც უკვე ამ ტალღამ წაგვართვა და სანამ ეს ტალღა ცუნამად გადაიქცევა, თამამი და გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, სწორედ ისეთი, როგორსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს.“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. დიმიტრი ხუნდაძე ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიო უკვე ლიბერალურ ფაშიზმს ებრძვის.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. გილოცავთ ყველას და ვულოცავ მთელს მსოფლიოს. განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. დღეს კიდევ უფრო მეტად ვაანალიზებთ, თუ რა საფრთხე აიცილა მსოფლიომ და განსაკუთრებით, ევროპამ. ნაცისტური ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ისევ ფაშიზმს ვებრძვით, ოღონდ – ლიბერალურს. იმ ფაშიზმზე უფრო სასტიკი ლიბერალური ფაშიზმია, გაცილებით მეტს კლავს და ანადგურებს თაობებს. მეორე მსოფლიო ომში ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა, ლიბერალური ფაშიზმი კი იდეოლოგიით კლავს ასობით მილიონ ადამიანს და ანადგურებს სახელმწიფოების ეროვნულ იდენტობას.

წარმოიდგინეთ, ერთი საუკუნე გავიდა და კიდევ წყლულად ადევს იმ ფაშიზმის კვალი ევროპას. რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ლიბერალური ფაშიზმის მიერ მიყენებული გამანადგურებელი ზიანი ქვეყნებმა აინაზღაურონ? დღეს საქართველო ორივე, ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც საუკუნის წინ, ფაშიზმის წინააღმდეგ. განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ ლიბერალური ფაშიზმის საფრთხე რეალურია. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობის ნაწილს, რომელიც უკვე ამ ტალღამ წაგვართვა და სანამ ეს ტალღა ცუნამად გადაიქცევა, თამამი და გაბედული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, სწორედ ისეთი, როგორსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს. “ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ბრძოლა გააჩაღებინეს მამებთან შვილებს და რის გამო? რომელი იდეის ირგვლივ აერთიანებენ ჩვენს მომავალ თაობას? სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს ასწავლიან!
Next: „ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025