„უკრაინას გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეზობელი, როგორიც პოლონეთია, მაგრამ უკრაინელები ოცნებობენ საკუთარ სახლებში დაბრუნებასა და პოლონელების შინ მიპატიჟებაზე“, – წერს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
„მე დავბრუნდები“ – ამ სიტყვებს იმეორებს თითოეული უკრაინელი, რომელიც იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. „ჩემს სკოლაში დავბრუნდები“, „ჩემს სამზარეულოში, ჩემს სამზარეულოში, ჩემს ჭიქას დავუბრუნდები“, „ჩემს წაბლის ხეებს“, „ჩემს ნათესავებს დავუბრუნდები“… ჩვენ არ გაგვიმართლა, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც „ძმობას“ სარაკეტო დარტყმებითა და ტერორით გამოხატავს, მაგრამ, ძალიან გაგვიმართლა, რომ გვყავს კიდევ ერთი მეზობელი, პოლონეთი, რომელიც გახდა უკრაინის უახლოესი მეგობარი არა მხოლოდ გეოგრაფიულად. პოლონეთმა შეიფარა თითქმის სამი მილიონი უკრაინელი და მისცა მათ არა მხოლოდ დროებითი საცხოვრებელი, არამედ – მუდმივი ზრუნვა, უფასო სამედიცინო მომსახურება და განათლება. ჩვენ დავბრუნდებით, რადგან სახლზე უკეთესი არაფერია. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ პოლონელებს, რომ მადლობა გადაუხადონ მათ სტუმართმოყვარეობისთვის – საზღვრების ნამდვილი არარსებობისთვის. მადლობა მეგობრებო!“, – წერს ზელენსკა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის...