Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ – კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას

მარშალ პრესი 06/05/2024
david matikashvili

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორის ანა სუბელიანის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს გამოეხმაურა.

მათიკაშვილის თქმით, ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა და დაანახეს საზოგადოებას რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე.

„ის რომ „თბილისი პრაიდი“, სუბელიანი, ზოგადად რადიკალები, ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტები გულწრფელები არ არიან ძალიან მარტივად გამოჩნდა. მათ გულწრფელობას არავინ არ იჯერებს. ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ. კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას – თუ რეალურად რა ანტიქართულ, ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Continue Reading

Previous: აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე
Next: პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025