Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი რამ რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“

მარშალ პრესი 06/05/2024
irakli qadagishvili

აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოებისა“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არ უნდათ და აკრიტიკებენ ქვეყანას – რატომ გინდათ, რომ ქვეყანაში პროცესები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არჩევნების გზით წყდებოდეს. აი ეს არის ის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამოაშკარავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ერთადერთი რამ რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“.

„ერთადერთი რამ რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა. სხვა ამ კანონპროექტში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ არის ჩადებული, რაც ან ოდნავ შეაფერხებს მუშაობას არასამთავრობო სექტორის, ან მედიისას, ან რომელიმე ადამიანზე იქონიებს გავლენას, მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობა არის. ასე რომ ძალიან რთული იყო თავიდანვე უარის თქმა პირდაპირ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამიტომ აღმართეს ეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“ და ამის იქით არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის აღარ სურდა რაიმე დამატებითი არგუმენტი წარმოეჩინა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

Continue Reading

Previous: ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა – რიკარდ იოზვიაკი
Next: აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025