ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი ზურა ჭიაბერაშვილი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს და საპროტესტო აქციებზე შესაძლო მსხვერპლზე საუბრობს.
ამ საკითხზე მან “ფორმულის” ეთერში განაცხადა და თქვა, რომ თუ ვინმეს რამე დაემართება, ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა.
