Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახალგაზრდობის ქუჩაში დანახვით მოხიბლულებს გეტყვით, რომ მაგ ახალგაზრდების უკან, კაი დაფინანსებით დგანან სხვადასხვა კერძო ფონდები – ბიძინა გიორგობიანი

მარშალ პრესი 06/05/2024
bidzina giorgobiani

“ახალგაზრდობის ქუჩაში დანახვით მოხიბლულებს გეტყვით, რომ მაგ ახალგაზრდების უკან, კაი დაფინანსებით დგანან სხვადასხვა კერძო ფონდები, რომელთა ინტერესში არ შედის საქართველოში საარჩევნო დემოკრატიის ან სხვა სახის განვითარება.”- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა გიორგობიანი, რომელიც ეხმიანება გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებს.

მერე რა რომ ახალგაზრდები არიან? ეს უპირატესობაა რამე სერიოზული საკითხის გადაწყვეტისას? ახალგაზრდები იყვნენ ყველაზე სასტიკი ფაშისტური ორგანიზაციის წევრები ევროპაში და ბოლშევიკურ რუსეთშიც. ახალგაზრდა ასაკი არაფერს ნიშნავს, კანონების მიღების და სხვა პოლიტიკურ საკითხებში. უფრო პირიქით.

მე 27 წლის ვიყავი პარლამენტში და უფრო მეტს ვისმენდი, ვიდრე ვლაპარაკობდი. ჩემი ასაკის გამო, აფხაზებთან მოლაპარაკებისას რაღაცაზე თავი ვერ შევიკავე და შენიშვნაც მომცეს აფხაზებმა (კონსტანტინ ოზგანმა თუ ლაბახუამ)- ჯერ ახალგაზრდა ხარ და მოდი დაწყნარდიო. დავწყნარდი და გავჩერდი. გავჩერდი იმიტომ, რომ სახლში მასწავლეს ასე.

მათი სურვილია ქვეყანაში არსებობდეს მუდმივი ქაოსი, რომელსაც ისინი მართვენ “მეგობართა” სახელით. შენობებში შეჭრა, რევოლუციები (გინდა ფერადი და გინდაც შავ-თეთრი), არ უნდა დავუშვათ. წარმომადგენლობითი პარლამენტია ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ და არა ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მოფერებით საკუთარ მხცოვან პერსონებს- სტუდენტებს რომ უწოდებენ.

ჩვენი პოლიტიკური მომავალი დაკავშირებულია იმ ცვლილებებთნ რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. ამ ცვლილებებიდან შესაძლოა ზოგი რამ მოგვწონდეს, ზოგი არა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ასაკის მიუხედავად იძალადოს საკუთარ ქვეყანაზე. ამ ძალადობას მოჰყვება თვდაცვა დანარჩენი საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდანაც. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ღიად ისმის ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერა, არაფერს ნიშნავს. მსგავსი მხარდაჭერით სარგებლობდნენ რევოლუციონერები უკრაინაში და რა სიკეთეც მოუტანეს საკუთრ ქვეყანას ყველა ვხედავთ. ახალგაზრდობას მწარე იმედგაცრუება ელის, როდესაც ისინი გამოჩნდებიან სცენაზე, ვინც ამ პროცესებს კულისებიდან მართავს და ვინც საქართველო რამოდენიმეჯერ სისხლში აბანავა.

P.S. – ზემოთ დავწერე საარჩევნო დემოკრატია და მინდა ცოტა დავამატო. მმართველობით ორგანოებს ირჩევენ საქართველოში. ამის საპირისპიროდ NGO (არასამთავრობო ორგანიზაციების) მმართველი კლანი ინიშნება, სხვადასხვა ქვეყნებიდან და განსხვავებული მიზნების ფონდებიდან. ინიშნებიან ყოველგვარი შიდა დემოკრატიისა და როტაციის გარეშე (მაგ. “საერთაშორისო გამჭვირვალეობის” დირექტორი 15 წელია ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას), მათ ლეგიტიმაციას აძლევენ საზღვარგარეთიდან და საზღვარგარეთიდანვე უკვეთავენ ახალ რეფორმებს, მათ მიმდინარეობას, შინაარსს და ფორმას. საქართველოს შემთხვევაში, მათი მხრიდან ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირი ჩამოშლის, რევოლუციის მცდელობა. სწორედ ეს უცხოური ლეგიტიმაციის შეუთავსებლობაა პრობლემა, საქართველოში დემოკრატიის, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის და ეს პროცესი უნდა შეწყდეს.”– წერს ბიძინა გიორგობიანი.

Post navigation

Previous: პატრიარქს რომ შევ…ცით, მაგას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები – ანა სუბელიანი
Next: ზურა ჭიაბერაშვილი საპროტესტო აქციებზე შესაძლო მსხვერპლზე საუბრობს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.