Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები? – თენგიზ შარმანაშვილი რუსი პროპაგანდისტის განცხადებაზე

მარშალ პრესი 04/05/2024
tengiz sharmanashvili

მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რუსი პროპაგანდისტის, სერგეი კარნუხოვის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, რუსეთის ხელისუფლების მითითების გარეშე ვერ გაკეთდება. როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, რუსულმა მხარემ კარგად იცის, საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული განცხადებებით, სინამდვილეში ვის აძლიერებენ.

“მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები ? მერამდენედ ? თან ისე აპიარებს ოპოზიცია ამას, თითქოს მათ გარდა ვინმესთვის სასარგებლოა ეს განცხადება. ვერ ვხვდებით რა ხდებაო არავინ მითხრას. ცეცხლის აგიზგიზებაში დამატებითი ნავთია ეს. ეს რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი მითითების გარეშე ვერ მოხდება. რატომ ეხმარება რუსეთი ამ ხალხს ? ან ისეთი სულელები არიან რუსები, რომ ვითომ ასეთი თანადგომის გამოხატვით ვერ ხვდებოდნენ ვის აძლიერებენ ? ვერ ხვდებიან კი არა, მათი დაგეგმილია.” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
Next: ბოკერია, როგორც ცოლის სარჩულს გამოკერილი, მძივად აწყობილი პიტალო, რომელსაც თავი კიტრი ჰგონია და სინამდვილეში ბადრიჯანია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025