Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით

მარშალ პრესი 04/05/2024
dimitri khundadze

“ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ხუნდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პოლიტიკურ გამბედაობას, მართალ პრინციპულობას და ეროვნული ღირსების დაცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი და საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება.

“რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი;ეწო ქვეყანა, რომელიც მსოფლიო რუკაზე არც კი ჩანს, თავისი სუვერენიტეტისათვის ბრძოლას დიდ სახელმწიფოებთანაც კი გაბედავდა. ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო. საქართველო თანამედროვეობის ერთ-ერთი თვითმყოფადი სახელმწიფო ხდება. ეს გზა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და როგორ იმყარებს საქართველო სუვერენულ უფლებებს ახალ გეოპოლიტიკაში. მათ ოპოზიცია მართავს და შთააგონებენ იმას, რაც მათ სურთ და რისთვისაც სურთ ამ ახალგაზრდების წრფელი ემოციების გამოყენება. ვსაუბრობ არა წინასწარ დატრენინგებულ, არამედ, მანიპულაციების და დეზინფორმაციის საშუალებით ქუჩაში გამოყვანილ ახალგაზრდებზე.

პოლიტიკურ გამბედაობას, მართალ პრინციპულობას და ეროვნული ღირსების დაცვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით. შესაძლოა დღეს უცნაურად ჩანს ჩვენი ქმედება მათთვის, მაგრამ ხვალ აუცილებლად ანგარიშგასაწევი იქნება,” – წერს ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ და ცეცხლის რკალს შექმნიან რუსეთის საზღვარზე
Next: მერამდენედ უნდა დაეხმაროთ ვითომ მედასავლეთეებს რუსები? – თენგიზ შარმანაშვილი რუსი პროპაგანდისტის განცხადებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025