Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უნდა დაისაჯოს, ასეთია მოწყობა ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოსი

მარშალ პრესი 21/05/2022
პრემიერის კომენტარი

ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პირველ რიგში, კანონის უზენაესობაა დაცული და არცერთი ადამიანი არაა კანონზე მაღლა, მაშინ კითხვები არ უნდა გაგვიჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, გვარამიას საქმის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ისევე როგორც სხვა პატიმრების.

„ვერ შევალ დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს ბატონი გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს. ასეთია მოწყობა ნებისმიერი სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი. ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ თანამედროვე, ცივილიზებული დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პირველ რიგში, კანონის უზენაესობაა დაცული და არცერთი ადამიანი არაა კანონზე მაღლა, მაშინ კითხვები არ უნდა გაგვიჩნდეს. მე სხვას ვერაფერს გეტყვით. პროცესი იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა, მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გვარამიაზე, ნებისმიერი პატიმრის, სხვა პატიმრებისაც, ეს არ არის ჩემი საზრუნავი. ამისთვის ჩვენ გვყავს პროკურატურა და სასამართლო, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და ღია გახდა. უამრავი რეფორმა განხორციელდა და ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით, საერთო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ბევრ ევროპულ ქვეყანასაც წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ – წალენჯიხის მოსახლეობა ყველა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს – ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025