მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ, რომ წალენჯიხის მოსახლეობას საშუალება მიეცემათ რომ ყველა პროგრამით ისარგებლონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ჟურნალისტებს განუცხადა.
„როდესაც, წინა საარჩევნო კამპანიის დროს დავდიოდი რეგიონებში, მაშინ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ თუ აირჩევდნენ ოპოზიციის წარმომადგენელს, გამოჩნდებოდა, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. ფაქტი სახეზეა – წალენჯიხის მერმა სამწუხაროდ დაარღვია და წალენჯიხის მოქალაქეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო პროგრამებით ესარგებლათ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს...