Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა წინსვლისთვის ხელის შემშლელი კი არა, ხელშემწყობი პირობაა

მარშალ პრესი 29/04/2024
giorgi mamadashvili

მიმაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა, – ამის შესახებ ბიზნესმენი, „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელი გიორგი მამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც მნიშვნელოვანი და უპირველესი პირობაა ბიზნესის განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით. კერძო სექტორის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მეტად სიკეთე და მეტი კეთილდღეობის საშუალება მისცეს თითოეულ მოქალაქეს.

ქვეყანას სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების ფონზე შეძლოს და განვითარდეს. მიმაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა. ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ჩვენ დიდი ხანია, ვდგავართ ამ გზაზე, ვიზიარებთ ღირებულებებს და ვისწრაფვით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი – ჩვენი ტრადიციებით, ღიაობით, გამჭვირვალობით და პრინციპებით.
პატივისცემით“, – წერს ბიზნესმენი.

Post navigation

Previous: ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! – ნინო წილოსანი
Next: ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.