Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა

მარშალ პრესი 27/04/2024
20

კომპანია „წინანდლის ძველი მარნის“ დამფუძნებელი ელდარ მილდიანი მხარს უჭერს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებას.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში მეწარმე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუკი გვინდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა.

„ყველა იმ სახელმწიფოში, რომელთა წარმომადგენლებიც გვიწუნებენ ამ კანონის მიღებას, თავად არსებობს მსგავსი ნორმები. ამავე დროს, მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს სრული უფლება, ვიცოდე, ვინ აფინანსებს ჩემს სამშობლოში არასამთავრობო სექტორს და როგორია ამ დაფინანსების წარმომავლობა. მე, მაგალითად, ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბიზნესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიურ იტყვიან ჩემი კოლეგებიც სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან, – აღნიშნავს ელდარ მილდიანი და აცხადებს, რო, კანონის მიღებით მოგებული დარჩება ყველა ქართველი, მათ შორის, ისინიც, რომლებიც დღეს მის მიღებას მხარს არ უჭერენ.

ელდარ მილდიანის თქმით, მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, შენარჩუნდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილური გარემო, რადგან არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭვირვალობა.

Continue Reading

Previous: ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში
Next: თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025