Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში

მარშალ პრესი 27/04/2024
iago khvichia

„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“-ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „დღის ამბებში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ სწორედ არასწორი აზრის გავრცელების გამო აქვთ სახელი გატეხილი.

მისივე თქმით, საჭიროა ამერიკელებთან იმაზე საუბარი, რომ ხალხს მათი წარმომადგენლები არ ეზიზღებოდეს.

„მე მომწონს, არ მომწონს, ეს სხვა საკითხია. ბევრი კარგი რამ გაუვრცელებიათ და ბევრი საქველმოქმედო პროექტი გაუკეთებიათ. ბევრი არასწორი აზრი გაუვრცელებიათ და ის არასწორი აზრების გავრცელება არის ის, რაც სახელს უტეხს ამ ორგანიზაციებს. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ამერიკელებს, რომ მათ ეს ხალხი არ წარმოადგენდნენ. უნდა ველაპარაკოთ როგორ შეცვალონ, რომ რეპუტაციულად დამაზიანებელი არ იყოს მათი მიტინგზე გამოსვლა, რომ მათი წარმომადგენლები ხალხს უბრალოდ არ ეზიზღებოდეს“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Continue Reading

Previous: რატომ უნდა დავდგეთ ერთად 29 აპრილის აქციაზე? – 29 აპრილი არის დღე, როდესაც მთელმა საზოგადოებამ დასავლეთს ერთხმად უნდა დავანახოთ, რომ უარს ვამბობთ რიგითი კოლონიის სტატუსზე
Next: ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025