Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ

მარშალ პრესი 26/04/2024
gia abashidze

ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თქმითაც, ოდიოზური ევროპარლამენტარების უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა და რომ „ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში “ევროპარლამენტარი” და “NGO” სალანძღავ ტერმინებად აქცია. მისივე თქმით, ევროპარლამენტშიც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები.

„აგენტოკრატიამ იმდენი მოახერხა, რომ საქართველოში “ევროპარლამენტარი” და “NGO” სალანძღავ ტერმინებად აქცია, რუსული პროპაგანდა კი ამ დროს ისვენებს. თუმცა, ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით. ნურავინ შევა შეცდომაში, რომ ევროპარლამენტში ინტელექტუალები დომინირებენ – იქაც ჰყავთ კრებსითი ხაბეიშვილები, წითლიძები, ჭიჭე ვაშაძეები და ევრომანდატიანი მსგავსი სხვა ტრაგიკომიკური ფიგურები“, – წერს აბაშიძე.

Continue Reading

Previous: ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი – მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება
Next: „ეტალონი“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025