ზაალ ანჯაფარიძე: დერეკ შოლე ან საერთოდ არ იცნობს აქაურ მედიის მდგომარეობას ან იმ ცნობილი “შემადგენლობის” ჩაწოდებული კლიშეებით და დეზინფორმაციით იკვებება

970X90

„2012 წლიდან რომელი და რამდენი მედია დაიხურა საქართველოში ხელისუფლების ჩარევით? მე ვიცი რომ არცერთი, გახსნით კი ბევრი გაიხსნა. ვინც ჩვენს ტელესივრცეს თვალს ადევნებს, ვის შეუძლია მოუბრუნდეს ენა, და თქვას, რომ იქ დებატების სივრცე შეზღუდულია?“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადების შესახებ, სადაც მწუხარებას გამოთქვამს მედიის თავისუფლების და ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს სამწუხაროა, საზიანოა და არასერიოზულიც ასეთი ზედაპირული მსჯელობა ამხელა რანგის ჩინოსნის მხრიდან

„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ჩვენზე ამბობს: “…გვაქვს წუხილი მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო…” ვეკითხები ჩემს აქაურ სამეგობროს, მიმდევრებს, სხვებსაც. 2012 წლიდან რომელი და რამდენი მედია დაიხურა საქართველოში ხელისუფლების ჩარევით? მე ვიცი რომ არცერთი, გახსნით კი ბევრი გაიხსნა ვინც ჩვენს ტელესივრცეს თვალს ადევნებს, ვის შეუძლია მოუბრუნდეს ენა, და თქვას, რომ იქ დებატების სივრცე შეზღუდულია? შესაბამისად, ეს ბატონი ან საერთოდ არ იცნობს აქაურ მედიის მდგომარეობას ან იმ ცნობილი “შემადგენლობის” ჩაწოდებული კლიშეებით და დეზინფორმაციით იკვებება. სამწუხაროა, საზიანოა და არასერიოზულიც ასეთი ზედაპირული მსჯელობა ამხელა რანგის ჩინოსნის მხრიდან“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

970X90
გაზიარება