Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არ სურს თითქოს, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

მარშალ პრესი 21/05/2022

,,ზუსტად ახლა, როცა რამდენიმე დღე არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, აუცილებელი არის ერთიანობა და ამ ერთიანობის მოთხოვნას ბუნებრივია, აკვირდებიან ჩვენი მოკავშირეები. ერთიანობა და კონსოლიდაცია იმის გარშემო, რომ დიახ – ყველას გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი,’’ – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია ,,ფორმულას ეთერში.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, არიან გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

,,სხვათაშორის, აქაც ვიტყვი იმას, რომ ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილს, ყველას არ ეხება, მაგრამ გარკვეულ ნაწილს არ სურს თითქოს, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ნახეთ, აქ ამოსავალი არის, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს არა ,,ქართულ ოცნებას’’ და ხელისუფლებას, არამედ ეს ენიჭება ხალხს, ეს ენიჭება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ისტორიას და ფაქტობრივად, წყდება ჩვენი მომავალი თაობების ბედი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ და პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი,რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ჩვენ ვარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დიახ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი,’’ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

Continue Reading

Previous: გია აბაშიძე: სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტია მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დარეგისტრირება
Next: ზაალ ანჯაფარიძე: დერეკ შოლე ან საერთოდ არ იცნობს აქაურ მედიის მდგომარეობას ან იმ ცნობილი “შემადგენლობის” ჩაწოდებული კლიშეებით და დეზინფორმაციით იკვებება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025