Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება

მარშალ პრესი 23/04/2024
irakli kobakhidze

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2004-2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული.

„ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დრეს არის თავისუფალი და რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები. 

მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მეტი შემოწირულობა მოვიზიდოთ, იმიტომ, რომ არის არჩევნები და არჩევნებს რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება.

განსხვავებით ენჯეოებისგან, ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ჩაიხედოს, თუ როგორ წარიმართება  ამ კომპანიების საქმიანობა, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ ახერხებენ  ისინი ტენდერების მოგებას.

ყველაფერი არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველას შეუძლია ყველაფრის გადამოწმება. ის, რომ ამ კომპანიებს შორის არიან როგორც ტენდერში მონაწილე, ისე არა მონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში
Next: ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025