Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში

მარშალ პრესი 23/04/2024
irakli kobakhidze3

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც ამავე მედიასაშუალებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

„ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს და ასეთ შემთხვევაშია კარგია, ის მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ და აღიარა ტყუილი, რომელიც  გაავრცელა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. ზოგადადა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ბიძინას ქალები შეიყვანენ ბუტკაში – სალომე სამადაშვილი
Next: ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025