Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გარე და შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი კანონპროექტია, რომ კითხვაზე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო დააშოროს ევროპას, სათანადო პასუხი ვერავის ექნება

მარშალ პრესი 22/04/2024
david matikashvili

რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად ამ კუთხით რაიმე ფორმით კითხვებს დასვამს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა, რომ იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი – ყველაფერი, არგუმენტირებული კითხვების გარდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა “გამჭვირვალობის კანონპროექტის” შესახებ საუბრისას განაცადა.

მისი თქმით, როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს არ სურთ, კანონპროექტის განხილვა, ვინაიდან, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საქართველო რაიმე ფორმით ევროპას დააშოროს.

“არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, ამაზე, რა თქმა უნდა ცხადია, ვერავის სათანადო პასუხი ვერ ექნება.” – განაცხადა დავით მათიკაშილმა.

Post navigation

Previous: კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს – ზურაბ ქადაგიძე
Next: არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ არცერთი არგუმენტი იმის, რომ ეს არაა დემოკრატიული კანონი და რომ კანონი რუსულია, ამერიკულია, ფრანგულია ან იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ოპოზიციას არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.