Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 22/04/2024
zurab kadagidze

გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! „მამული, ენა და სარწმუნოება“, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას დაესწრება.

„გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! მამული, ენა და სარწმუნოება, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! ვერავინ მოახერხებს საქართველოს უკრაინიზაციას! ვერავინ მოაწყობს რუსთაველზე მაიდანს! ვერავინ მოახერხებს რევოლუციასა და ქვეყნის არევას! სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს და ამიტომაცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ყველა უსამშობლო, გენმოდიფიცირებული პერსონა თუ პარტია საქართველოში და გლობალური ომის კონგლომერატი საზღვრებს გარეთ! გაინტერესებთ ვინ ირჩევს ევროპას მხოლოდ, ქართული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით? კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს!“, – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: არც ჩვენი ისტორია, არც ტრადიციები, არც ჩვენი კულტურა და არც ჩვენი სარწმუნოება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეროვნულ იდენტობაზე უარი ვთქვათ და გადამთიელებისა და მათი ყურმოჭრილი მონების შეშლილი თუ გარყვნილი სურვილებით ვიაროთ
Next: გარე და შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი კანონპროექტია, რომ კითხვაზე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო დააშოროს ევროპას, სათანადო პასუხი ვერავის ექნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.