Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა ოპოზიციისთვის საშიში, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის

მარშალ პრესი 22/04/2024
guram macharashvili

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის ფარულ შეხვედრას აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია ბნელი საქმეების დასაგეგმად ღამღამობით იკრიბება, რადგან დღე, სინათლე, გამჭვირვალობა მათთვის ისეთივე უცხო და საშიშია, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის.

გურამ მაჭარაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მათი დამკვეთების დირექტივით მოქმედებს და მიზნად ისახავს დესტრუქციას და ქვეყანაში ვითარების არევას, რაც რევოლუციური სცენარის ნაწილს წარმოადგენს.

„ოპოზიციონერი ლიდერები შფოთავენ: არც აქციაზე უშვებენ ბოლომდე, არც საკითხი აქვთ ისეთი, რომ თვითონ ერთობლივი განცხადება გაავრცელონ. მიხვდნენ, მათ შორის მათი ამომრჩევლებიც, რომ გაუგებარია გამჭვირვალობას ვინ რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამიტომ ახლა შავბნელი საქმეებისთვის იკრიბებიან ღამე – დღისით და გამჭვირვალედ ამათთვის შეკრება ბუნებრივად შეუძლებელია. დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა ოპოზიციისთვის საშიში, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის. საერთოდ ყველაფერს გაურბიან, რაც ნათელი და სიმართლეა. დადიან ღამღამობით, ჩუმ-ჩუმად, იქიდან მათი პატრონები ურეკავენ როგორ მოაწყონ დესტრუქცია, პროვოკაცია, აგინონ ეკლესიას და ა.შ.“ – ამბობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი.

Post navigation

Previous: რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს
Next: როდესაც ხარ აგენტი, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთას ემსახურები, სამშობლო არ გაქვს – ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი დამკვეთების ინტერესები გაატარო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.