Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს

მარშალ პრესი 22/04/2024
dimitri khundadze

„ნაც მოძრაობას და მათ პატრონებს სურთ საქართველოში უმცირესობის პოზიციები დომინანტად აქციონ. სწორედ ამიტომაა, რომ ლგბტ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის ინსტრუმენტად სურთ გამოიყენონ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და დარწმუნებულია, რომ ამას არ დაუშვებს ქართული საზოგადოება და თავის სათქმელს 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე იტყვის.

„ნაც მოძრაობას და მათ პატრონებს სურთ საქართველოში უმცირესობის პოზიციები დომინანტად აქციონ. სწორედ ამიტომაა, რომ ლგბტ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის ინსტრუმენტად სურთ გამოიყენონ. მათი მხრიდან რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი სცენა გვინახავს და ახლაც აქვთ მცდელობა, რომ „სარწმუნოება“ „ერთობით” ჩაანაცვლონ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დაყოფას ემსახურება.

ამდაგვარი, შეფარული ინსტრუმენტის ნაწილია შავი ფულის გაუმჭვირვალობის საკითხიც, რომელიც ასევე უმცირესობის მოთხოვნით მიუღებლად სურთ წარმოაჩინონ, არადა ვინ დაიჯერებს, რომ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალობა ჯობია და შინაარსს – უშინაარსობა. განა წაუკითხაობა უხდება ახალგაზრდობას და ქვეყანას მორჩილება? აი რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
Next: დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა ოპოზიციისთვის საშიში, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.