Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კავშირზეა რუსეთი – ელენე ხოშტარიას დედის მიმოწერა ვრცელდება (ვიდეო)

მარშალ პრესი 21/04/2024
404

„იმედის კვირას“ მოქალაქემ მიაწოდა მტკიცებულება, თუ როგორ ესაუბრება ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში და უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან.

საუბარია რუბლებზე, რომელსაც ხოშტარების ოჯახი უკვე წლებია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს და მასზე უარი არც მაშინ უთქვამთ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამის გამო ელენე ხოშტარია საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა.

მოქალაქე თბილისში ერთ-ერთ კაფეში აღმოჩნდა იმ მაგიდის გვერდით, რომელთანაც ხოშტარიას მშობლები ისხდნენ. სკანდალური ჩანაწერიდან ჩანს, რომ ხოშტარიას დედა მოსკოვში თეატრალურ აგენტს უკავშირდება და ფულის გადმორიცხვას სთხოვს. ის წერს, რომ ოჯახი მზად არის თანხა, როგორც ადრე, რუბლებში მიიღოს.

„იმედის კვირა“ დაუკავშირდა თეატრალურ აგენტს, რომელსაც ხოშტარიას დედა ეკონტაქტებოდა და მან განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ინფორმაციას ორშაბათს მიაწვდის. ელენე ხოშტარიას მშობლებმა კი „იმედის კვირის“ კითხვებს აგრესიით უპასუხეს.

 

Post navigation

Previous: კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
Next: აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.