Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 21/04/2024
irakli qadagishvili

თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საუბრისას.

მისი თქმით, მეორე მოსმენა გულისხმობს ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება და როდესაც ამბობ, რომ ეს [კანონი] რუსულია, შეადარებ რუსულს, ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი. ქართული კანონი.

„ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ, მეორე მოსმენა, რომელიც უკვე გულისხმობს არა ზოგად საუბარს არამედ ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თქვეს, რომ საერთოდ არ გავეკარებით არცერთ მუხლს და არცერთ განხილვასო, იმიტომ, რომ აქ უკვე გამოჩნდება, რომ როდესაც კითხულობ კონკრეტულად მუხლს, იქ ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება და როდესაც ამბობ რომ ეს რუსულია და შეადარებ ან რუსულს, ან ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ქართული კანონი, ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი. გამომდინარე აქედან, თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? ამიტომ, კატეგორიულად არ უნდათ ამ განხილვებში მონაწილეობის მიღება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

Post navigation

Previous: ისტერიული აქცია “არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო
Next: კავშირზეა რუსეთი – ელენე ხოშტარიას დედის მიმოწერა ვრცელდება (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.