Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები

მარშალ პრესი 20/04/2024
guram macharashvili

„აუცილებლად მისაყვანია საქმე ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს კანონები [გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი] ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც სახელმწიფო არსებობ, შემდგარი სუბიექტი ხარ და მენტალურად არ ხარ დამოკიდებული იმაზე, რას იტყვიან უცხოეთში,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპოზიციის კამპანია, რომელიც მიმართულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონების მიღების წინააღმდეგ, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს და მეტწილად ემოციებზეა აგებული.

„ოპოზიციის მთელი კამპანია იმაზეა აგებული, თუ რას იტყვიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და ხან ხელოვანებს მიადგნენ, ხან სხვა სფეროს ცნობილ სახეებს და პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ. კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები – ამ დონეზე აწიეს პროპაგანდა. ეს მენტალობაა დასანგრევი.

გარდა ამისა, აუცილებლად მისაღებია ცილისწამების საწინააღმდეგო კანონი, იმიტომ, რომ ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია. წარმოიდგინეთ, ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ და ხმას არ იღებს არავინ – არც დიპლომატიური წარმომადგენლობა, არც უფლებადამცველები და არც არავინ. აუცილებლად დასაბრუნებელია საკანონმდებლო სივრცეში სამშობლოს ღალატის თემა. ეს მუხლი 2008 წლიდან ამოიღეს და ნახეთ, მენტალური პრობლემა შეიქმნა – ნელ-ნელა ყველაფერს ქართულს დაუწყეს ბრძოლა. ღირებული რაც არის, მათ შორის სიტყვა სამშობლო, რამდენჯერ მოგისმენიათ ამათგან? ის რაც ეთნიკურობასთან, ეროვნულობასთან არის დაკავშირებული, ამათმა ყველაფერი გააქრეს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
Next: ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.