Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც

მარშალ პრესი 20/04/2024
eka sepashvili

„ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, იტყვის თუ არა საქართველო თავის დამოუკიდებელ სიტყვას საერთაშორისო აქტორების თანასწორად“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, მის მიმართ მრავალი ქვეყნის ინტერესი არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად პატარა ქვეყანა ვართ და არავითარი გავლენა გვაქვს გლობალურ ეკონომიკაზე, გამოგვარჩევს ის, რომ ჩაბმულები ვართ იმ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ სატრანზიტო დერეფანზე არ არის საუბარი. ეს არის: ენერგეტიკული, ციფრული და ა.შ., ყველანაირი დერეფანი. საქართველო ამ გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ვინც მართავს საქართველოს, ის იქნება ამ დერეფნის შუაგულში და ის მართავს ეკონომიკურ ნაკადს. ეს ეკონომიკური ინტერესები კი არ არის ხელწამოსაკრავი“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად ობელისკს და მიმდინარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი
Next: კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.