Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთაში, სოფელ ძველ ქანდაში შიდა საუბნო გზა ეწყობა

მარშალ პრესი 19/04/2024
1001

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ძველი ქანდის ერთ-ერთი უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მის კეთილმოწყობასა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების ასფალტით დაფარვას.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის  სახელშეკრულებო ღირებულება 386 705 ლარს შეადგენს.

Post navigation

Previous: აგინებდნენ პოლიციელებს, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს – ვახტანგ გომელაური აქციის მონაწილეებზე
Next: 300 ათასი გამომწერი მყავს და მინიმუმ 4 ათასი სტუდენტი, ერთი თუ დავიყვირეთ, ავიღებთ მაგ ციხესიმაგრეს – მარი ნაკანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.