Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აგინებდნენ პოლიციელებს, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს – ვახტანგ გომელაური აქციის მონაწილეებზე

მარშალ პრესი 19/04/2024
vaxtang gomelauri

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.

„პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Post navigation

Previous: ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას
Next: მცხეთაში, სოფელ ძველ ქანდაში შიდა საუბნო გზა ეწყობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.