Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ოპოზიციის ხელწერაა – ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ქართულია – ედმონდ მინაშვილი

მარშალ პრესი 19/04/2024
edmond minashvili

პირადად მე რუსეთუმეობას ვერავინ დამაბრალებს. თუ ვინმეს გაუკეთებია რუსეთის წინააღმდეგ ფილმები, ერთ-ერთი ვარ მე, – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ედმონდ მინაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სლოგანს, რა თქმა უნდა ევროპაში, მეც ვუერთდები, მაგრამ – ღირსებით, იმ ღირსებით, როგორც გვეკადრება ქართველ ერს“, – აღნიშნა მსახიობმა.

ედმონდ მინაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის ხელწერაა.

„ოპოზიციის ფილოსოფია ასეთია – თუ ჩვენ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ ქვეყანას. ამიტომ ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ქართულია, რაც ჩვენთვის სენსიტიური და მნიშვნელოვანია – ეს არის ეკლესია. მოგეხსენებათ როგორი ბულინგი და ზეწოლა მიდის ეკლესიაზე“, – განაცხადა ედმონდ მინაშვილმა.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

Post navigation

Previous: საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
Next: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.