Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 19/04/2024
Jurnalistta federacia

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს:

“სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან დღემდე, უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, ჟურნალისტები ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის სამიზნეები არიან.

2003-2012 წლებში, არა მხოლოდ ცალკეული აგრესიული დაჯგუფებები, არამედ თავად ხელისუფლება იქცა მოძალადედ და რამდენიმე მედიასაშუალების დახურვას, გამომცემლობა „სამშობლოდან“ ათეულობით ჟურნალ-გაზეთის რედაქციის გამოყრას, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა-მიტაცებასა და ფოტორეპორტიორების დაპატიმრებასაც არ მოერიდა.

ამ ფონზე, როცა პოლიტიკური პოლარიზაცია უკიდურეს ზღვარს აღწევს, ჟურნალისტებიც დაპირისპირების უშუალო მონაწილეებად იქცნენ და ხშირად, საზოგადოებაც ჟურნალისტებს არა ინფორმაციის, არამედ დეზინფორმაციის გამავრცელებლებად აღიქვამს. ცალკეულ შემთხვევებში ეს აგრესია სწორედ პოლიტიკოსების მიერ იმართება და, შესაბამისად, სერიოზული პრობლემაა ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია გმობს ბოლო დღეებში, რამდენიმე მედიასაშუალების („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტ-ტვ“,) ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობას!

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობა არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს!
არადა, ის უპირველესად უნდა იყოს თითოეული მოქალაქის, და მითუფრო – ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტი!

ვგმობთ ნებისმიერი ფორმით – ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, და პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზაცია და პროტესტის გამოხატვის დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი მომხრეებისგან მედიის წარმომადგენლების დაცვა!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე: გიორგი მამაცაშვილი.

პრეზიდიუმის წევრები: ლაშა ნადარეიშვილი, ნანა დევდარიანი, ბონდო მძინარაშვილი, არჩილ გოგელია, აკაკი სიხარულიძე, ნანა ლომაია, გოჩა ხუნდაძე, ჯაბა ხუბუა.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ბაია პატარაია ქალებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე მარშით ჩაივლის
Next: ეს ოპოზიციის ხელწერაა – ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ქართულია – ედმონდ მინაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.