Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი” ისეთივე „წმინდა გრაალად” უნდა იქცეს

მარშალ პრესი 18/04/2024
david kartvelishvili

„პოლიციის პროვოცირების, პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც ელისაშვილის “მუშტი” ისეთივე ფეტიშად და “წმინდა გრაალად” უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული პორნოვარსკვლავისა და ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ის სვამს კითხვას, პარლამენტის შენობაში, ელისაშვილის მიერ უმრავლესობის ლიდერზე თავდასხმა, რომლის შედეგად მამუკა მდინარაძეს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ჩათვალეს თუ არა რადიკალებმა წარუმატებელ ოპერაციად.

„პოლიციის პროვოცირების, პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც ელისაშვილის “მუშტი” ისეთივე ფეტიშად და “წმინდა გრაალად” უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული პორნოვარსკვლავისა და ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება. მანამდე კი შურისძიების ნიშნად ოცამდე დაღუპული, ასობით დაზიანებული, ათასობით დაკავებული და მილიონობით მიყენებული ზარალი.
ამერიკის კონგრესის შენობაში ცნობილი მოვლენების დროს არიზონას მკვიდრ ჯეიკობ ენტონი ჩანსლის ბრალი და გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ იმის გამო გამოუტანეს, რომ მან თავისი უკანალი სპიკერ ნენსი პელოსის სავარძელში მოათავსა. ის რომ საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის ლიდერზე პირდაპირ ეთერში თავდასხმა განხორციელდა და მადლობა ღმერთს, ეს ლაჩრული დარტყმა საფეთქელს ასცდა – წარუმატებელ ოპერაციად იქნა აღქმული?” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რასაც პარტნიორები გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები?
Next: ვერ ხვდებიან ეს ლუზერი არარაობა რევანშისტები, რომ „ნაცმედიისა“ და „ნაცსექტის“ ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.