Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რასაც პარტნიორები გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები?

მარშალ პრესი 18/04/2024
guram macharashvili1

„ხალხის ძალის” მიერ დღეს გავრცელებულ ვრცელ წერილს ეხმიანება პარტიის აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დასავლელი პარტნიორების მითითებები, თუ რა ტიპის კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა განახორციელოს სუვერენულმა ქვეყანამ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევაა.

მაჭარაშვილის თქმით, თუ ქართული საზოგადოების ფსიქოლოგია მონური უნდა იყოს, როგორც ეს ოპოზიციას სურს, მაშინ კანონების მიღებაც არ არის საჭირო და ევროკავშირიდან პარტნიორებს შეუძლიათ მზა ვერსიები შემოგვთავაზონ.

„ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, ოპოზიციის მონური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რასაც გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები? ან პარლამენტი რად გვინდა, ან ამ 150 კაცს რატომ ვაცდენთ თავისი აპარატებით? დაგვიწერონ პატრონებმა ევროკავშირიდან რა კანონი გვინდა და იმის მიხედვით ვიარსებოთ. მეტსაც გეტყვით, პირდაპირ გამოგვიგზავნონ კანონები, რომ მათ მიღებაზეც არ შევწუხდეთ. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს მიმართულია იქითკენ, რომ აქ იყოს რადიკალიზმი, რევოლუციური სცენარები და მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც აქ მეორე ფრონტს გააჩაღებს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა 1 პოსტი რომ დადონ, ვინ არიან და რას აპირებენ, გაასწორებდა, დაბნეული ხალხი ჩვენთან მორბის
Next: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი” ისეთივე „წმინდა გრაალად” უნდა იქცეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.