Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი საამაყო სპორტსმენები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამას აკეთებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც ორი წლის წინ შენგელია და კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს

მარშალ პრესი 17/04/2024
irakli kobakhidze

მინდა, ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამ ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა წევრმა მოღალატეებად შერაცხა საამაყო ადამიანები.

„შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები რას აკეთებდნენ მაშინ და ახლა. გახსოვთ თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მოღალატეებად შერაცხეს საამაყო ადამიანები. იგივე ადამიანები ახლა ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ და სხვა სპორტსმენებზეც. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ისინი იდგებიან ჩვენ გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მინდა, პატივისცემა გამოვხატო ჩვენი სპორსტსმენის მიმართ. ​კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ზუსტად ახასიათებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ სიბინძურეში გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, მთავრობა იქნება მათ გვერდით
Next: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერ არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.