Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ სიბინძურეში გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, მთავრობა იქნება მათ გვერდით

მარშალ პრესი 17/04/2024
irakli kobakhidze3

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იქნება მათ გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში იგივე ადამიანები ახდენდნენ სპორტსმენებზე ზეწოლას, ვინც ორი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას და თორნიკე შენგელიას მოღალატეებს უწოდებდნენ.

„მინდა, ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამ ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები რას აკეთებდნენ მაშინ და ახლა. გახსოვთ თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მოღალატეებად შერაცხეს საამაყო ადამიანები. იგივე ადამიანები ახლა ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ და სხვა სპორტსმენებზეც. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მინდა, პატივისცემა გამოვხატო ჩვენი სპორსტსმენის მიმართ. ​კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ზუსტად ახასიათებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით
Next: ჩვენი საამაყო სპორტსმენები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამას აკეთებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც ორი წლის წინ შენგელია და კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.