Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამენტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით

მარშალ პრესი 17/04/2024
vasil maglaperidze

“ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?! ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?!”- ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

“ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?!

ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?!

საერთოდ აზროვნებაც აღარ გვჭირდება?!

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, ხშირ-ხშირად რომ ვიმეორებდით, ასე ღიად ქარს გავატანეთ?!

გარედან გვეტყვიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ საკუთარ ქვეყანაში?

რა უნდა დააშავოს რომელიმე კანონმა ისეთი, რა დარტყმასაც იღებს სახელმწიფო იმით, რომ ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებს მიმართავს, ზემოქმედება მოახდინეთ ჩემი ქვეყნის პარლამენტზე, რომ მან რომელიღაც კანონი არ მიიღოსო.

გამოდის, არც კონსტიტუცია ნიშნავს რამეს, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი!

თუ ეს კანონი მართლაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რამდენიმე თვეში არჩევნებია და მოსახლეობა ისეთ პარლამენტს აირჩევდა, რომელიც შეცვლიდა ამ კანონს, თუ არა ვიცხოვრებდით ამ კანონით.

ევროპული დემოკრატია ასე მუშაობს და ამიტომ გვინდა ევროპა.

მაგრამ თუ ძალადობის გზით აიძულეს პარლამენტს რაიმეს მიღებას ან არმიღებას, ამით, ფაქტობრივად, ვაუქმებთ პარლამენტს.

პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამენტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით.

P.S. ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ამით შეშფოთებულთა ხმები რომ არ ისმის, ვითომ ესეც ევროპისკენ სლვის ნიშანია?!”- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ამიტომაა აწრიალებული ყველა – მაია ნიკოლეიშვილი აქციის ორგანიზატორებზე
Next: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილება და იქნება მიღებული, აქ არანაირი ცვლილება არ იგეგმება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.