Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამიტომაა აწრიალებული ყველა – მაია ნიკოლეიშვილი აქციის ორგანიზატორებზე

მარშალ პრესი 17/04/2024
maia nikoleishvili

მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემოტანა არის გარკვეული ტესტი, შარშან რაც მოხდა, წელსაც იგივე განმეორდება? – ეს არის გარკვეული გაფრთხილება დონორებისთვის, რომ მოდით, არჩევნების წინ შავ ფულს აქ ნუ გამოუშვებთ, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„ამ ახალგაზრდების დეჰუმანიზაცია ისევე ხდება, როგორც პოლიციელების. ლიდერებისთვის ისინი პაიკები არიან, მათი დეჰუმანიზაცია ზუსტად ისეა, როგორც მათ პოლიციელებს გაუკეთეს დეჰუმანიზაცია. ანუ ამ ახალგაზრდებისთვის პოლიციელი ადამიანი არ არის და იმ ლიდერებისთვის ესენი არ არიან ადამიანები, არამედ პაიკები არიან, რომელთა სისხლიც უნდა დაიღვაროს, ხომ ვნახეთ ამაზე მოწოდებები.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემოიტანა არის გარკვეული ტესტი, შარშან რაც მოხდა, წელსაც იგივე განმეორდება? არიან თუ არა უფრო მეტად მომზადებულები, იმ მოქმედებების უკან ჩვენ ფულს ვხედავთ, თუნდაც იმ ზურგჩანთებში რომ აირწინაღებია, ეს ფულია. ეს არის გარკვეული გაფრთხილება დონორებისთვის, მოდით არჩევნების წინ შავ ფულს აქ ნუ გამოუშვებთ. არც ის დავმალოთ, რომ ამ ფულიდან ძალიან დიდი თანხები გადის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, სადაც გარკვეული არეულობები იგეგმება. იმიტომაა აწრიალებული ყველა. ყირგიზეთში ეს კანონი რომ მიიღეს, სოროსის ფონდი ორ კვირაში წავიდაო, სოროსის ფონდი, რომელიც ვიცით რასაც აფინანსებს, ჩვეულებრივად გადატრიალებების დამფინანსებელია. ეს მათი გაფრთხილებაა, ამიტომ ეს ბრძოლა ჯობდა ახლა გადაგვეტანა, ვიდრე არჩევნების დროს მომხდარიყო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების რეალური მიზეზი ის არის, თუ სად იქნება ქვეყნის მართვის ბერკეტი – საქართველოს ხელისუფლებაში, თუ აშშ- ის საელჩოში
Next: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამენტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.