Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს” ეძებენ – დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიაზე

მარშალ პრესი 14/04/2024
david kartvelishvili

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას მამის, გოგი ხოშტარიას პოზიცია, რომელიც „ქრონიკის” ზარებს გაურბის, ძალზე წააგავს იმ შიშველი ადამის ბიბლიურ ისტორიას, რომელიც ცოდვის ჩადენის შემდგომ უფალს ემალებოდა.

„ამ ინფორმაციაში თითოეული სიტყვა „ბალზამია”. მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს” ეძებენ. ლონდონი კი გადაიქცა ორმაგი აგენტურის საფინანსო-სატრანზიტო მკვებავ პუნქტად. ხოლო ვისი ნოტები ვის როიალშია, მარიინსკის თეატრის დირიჟორს თუ ეცოდინება.

რაც შეეხება გოგი ხოშტარიას პოზიციას, რომელიც „ქრონიკის” ზარებს გაურბის, ის ძალზე წააგავს იმ შიშველი ადამის ბიბლიურ ისტორიას, რომელიც ცოდვის ჩადენის შემდგომ უფალს ემალებოდა. იმ ისტორიის მცირეოდენი პერიფრაზირებით, სახეზე გვაქვს დაახლოებით ასეთი მიზანსცენა:
„უთხრა გოგის: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? და უთხრა გოგიმ: შენ რომ ქალიშვილი მომეცი, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ელენე ხოშტარიას ეტყობა მარტო რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი არ მოსწონს – ის პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან დემაგოგია, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია
Next: ელენე ხოშტარია უკვე ევროპაშია: რუსეთის ფორტოჩკიდან გადაძვრა – ბონდო მძინარაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025