Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ელენე ხოშტარიას ეტყობა მარტო რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი არ მოსწონს – ის პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან დემაგოგია, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია

მარშალ პრესი 14/04/2024
david matikashvili

ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კიდევ ერთხელ განხორციელდა.

მათიკაშვილის თქმით, ხოშტარია ოკუპანტი ქვეყნისგან პირდაპირ ფინანსდება, ამიტომ, ღიმილისმომგვრელია მისი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რაღაც რუსულია.

“ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს. ეს როგორი პოზიციაა, რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის და რეალურად მართლა მრუდე პროპაგანდის მიმართ, რომელსაც ხოშტარია ზოგადად ეწევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით. ელენე ხოშტარია პირდაპირ არის მიბმული რუსულ ფულზე, პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან რაიმე სახის დემაგოგია, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია, რადგანაც ფაქტია, რომ რუსული რუბლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გააჩნიათ ხოშტარიებს.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: დედაენის პარკში “რუსულ კანონს” აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე, რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კატალოზიშივილი
Next: მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს” ეძებენ – დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.