Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ისე ჰუმანიტარულად – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 14/04/2024
irakli kobakhidze

საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. მათ შორის, ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ჰუმანიტარული დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია და მზად არის შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით სასაუბროდ.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: პრემიერ კობახიძის პასუხი შოლცის მიმართ იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი
Next: ედუარდ შევარდნაძე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.