Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ კობახიძის პასუხი შოლცის მიმართ იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი

მარშალ პრესი 14/04/2024
zaza shatirishvili

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პრესკონფერენციას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, პრემიერ კობახიძის პასუხი შოლცის მიმართ იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პრესკონფერენციის შემდეგ რადიკალური ოპოზიციონერი სუბიექტები გამოცვივდნენ და პრემიერს დიპლომატიური ეთიკა დაუწუნეს, თურმე როგორ გაბედა და გერმანელ კოლეგას როგორ უპასუხა მკაცრად პირდაპირ ეთერში. დიაპაზონი ფართოა – ზურაბიშვილიდან ნათელაშვილამდე. ამ ხალხს დავარქვი უსამშობლო სუბიექტები. მათთვის სრულიად უცხოა სამშობლოს ცნება, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ისინი არა მხოლოდ დავალებებს ასრულებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ბუნებრივად, შინაგანად აქვთ საქართველოს სიძულვილი გაღვივებული.

უსამშობლოები ზურაბიშვილიდან ნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში და პრემიერს უთხრა, არ მიიღოთ გამჭირვალობის კანონიო. დიახ, უცხო ქვეყნის ლიდერები ვერ და არ უნდა ბედავდნენ იმის კარნახს, რომელი კანონი მიიღოს პარლამენტმა და რომელი – არა. ეს, ცალსახად, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების საქმეა.

რაც შეეხება პრემიერ კობახიძის პასუხს – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი კოლეგის მიმართ. დიახ, ჩვენს ქვეყანას ამ რთულ და გამოწვევებით აღსავსე პერიოდში სჭირდება სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება. სწორედ ამას ემსახურებოდა კობახიძის პასუხი. მარტივი ტესტია, ვინც საქართველოს პრემიერის ღისეულ და აუცილებელ პოზიციას არ იზიარებს, ყველა დგას არა სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.

დაბოლოს, უსამშობლოებს ზურაბიშვილიდან ნათელაშვილამდე პატარა რჩევას მივცემდი, რომ საკუთარი ქვეყნის სიყვარულში ევარჯიშათ, მაგრამ მათი მატარებელი, დიდი ხანია, საქართველოს გასცდა, დიდი ხანია, ჩაიარა“, – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.

Continue Reading

Previous: მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, რათა ყველას დავანახოთ, ეს არის გამჭვირვალობის კანონი ყველა სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში
Next: ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ისე ჰუმანიტარულად – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025